ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი მოდელი თვეში 10 000 ევრომდე გამოიმუშავებს

The Clueless-ის დამფუძნებელმა დიზაინერმა რუბენ კრუზმა თავის გუნდთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა აიტანა – 25 წლის ვარდისფერთმიანი მოდელი ქალი ბარსელონიდან, რომლის გარჩევა რეალური ადამიანისგან თითქმის შეუძლებელია. ამის შესახებ Euronews წერს.
მისი შემქმნელის თქმით, ვირტუალურ მოდელს შეუძლია თვეში 10 000 ევრომდე გამოიმუშაოს, მაგრამ საშუალოდ მისი შემოსავალი დაახლოებით 3000 ევროს შეადგენს.
სააგენტოს მიაჩნია, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს საბაზრო ფასების შემცირებას და სტიმული მისცეს მცირე კომპანიებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სარეკლამო კამპანიებისთვის დიდი თანხების გაღება.
ამასთან, AI მოდელს ვირტუალური რეალობაც შეუქმნეს. სულ რამდენიმე თვეში მან ინსტაგრამზე 121 000-ზე მეტი გამომწერის მოპოვება მოახერხა და მისი ვირტუალური მოგზაურობის ფოტოებს ათასობით ნახვა და რეაქცია აქვს. ის პირად შეტყობინებებსაც კი იღებს ცნობილი ადამიანებისგან, რომლებმაც არ იციან, რომ ის რეალური პიროვნება არ არის.
აიტანამ ისეთი წარმატება მოიპოვა, რომ მისმა დიზაინერებმა უკვე შექმნეს მეორე ვირტუალური მოდელი სახელად მაია. მათი სახელები შემთხვევით არ შეურჩევიათ, ორივე შეიცავს ხელოვნური ინტელექტის აკრონიმს (AI-Aitana, Maia).

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად