ხელოვნების სასახლემ პეტრე ოცხელის დღემდე უცნობი უნიკალური ესკიზი მიიღო საჩუქრად

ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმმა, ქართული ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის – პეტრე ოცხელის დღემდე უცნობი, თოჯინების თეატრის უნიკალური ესკიზი, თეჯირის პირველი ვარიანტი მიიღო საჩუქრად, რომელიც მისი პირველი ნამუშევარია თოჯინების თეატრში.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, პეტრე ოცხელის ეს ნამუშევარი ხელოვნების სასახლეს საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებამ გადასცა.
„განსაკუთრებული მადლობა, ზემოხსენებული თეატრის წარმომადგენლებს, მუზეუმის მეგობრებს, ნიკოლოზ საბაშვილს, კონსტანტინე ქარქაშაძესა და ნერონ აბულაძეს, აგრეთვე, დიდი მადლობა ხელოვნების სასახლის თანამშრომლებს ნინო თოდუასა და ლელო ჭიჭინაძეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია