ხელოვნება თავისუფლების სამსახურში! – საპროტესტო მარში თბილისში

ხელოვნება თავისუფლების სამსახურში! – თბილისში საპროტესტო აქცია იმართება. აქცია, რომელიც სინდისის პატიმრებს და საქართველოს ევროპულ არჩევანს ეძღვნება, კულტურის სფეროს წარმომადგენებმა დააორგანიზეს.
პროტესტის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსველობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ისინი ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ, რის შემდეგაც იქ სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
საპოტესტო მსვლელობას მიუყვებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც.
მსვლელობის დაწყებამდე მოქალაქეებმა ფილარმონიასთან პერფორმანსიც მოაწყვეს და შავ ნაჭერზე თეთრი ძაფით ამოქარგეს სიტყვები: “თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები”.