ხელმოცარულია “ნაციონალური მოძრაობა”, დიდ ილუზიებში არიან, შორს არიან რეალობისგან – დავით მათიკაშვილი

მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა” “ხელმოცარულია” და შესაძლოა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამ პარტიის რეიტინგი გაცილებით დაბალი იყოს, ვიდრე ის დღეს არის.
როგორც მათიკაშილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ პარტიაში შიდა რღვევაა.
” ხელმოცარულია “ნაციონალური მოძრაობა”, დიდ ილუზიებში არიან, შორს არიან რეალობისგან. არ ვიცი რა პრემიერ-მინისტრებს ასახელებენ, რომელ სივრცეში არიან, რომელ ფანტაზიებში არიან. ერთი რამ, რაც ჩანს შეუიარაღებელი თვალით, იმდენად შიდა რღვევაა ამ პარტიაში, რომ აღარ ეტევა შიდა საცავებში, გადმოედინება გარეთ და საბოლოო ჯამში, არის მოსაზრება, რომელსაც ვემხრობი, რომ საარჩევნო ყუთთან როდესაც მივა ამომრჩეველი, იმ მომენტისთვის, ამ პარტიის რეიტინგი შეიძლება, ბევრად დაბალი იყოს, ვიდრე ის რეიტინგები, რომელიც “გორბის” კვლევის შედეგად გამოიკვეთა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე