“ხელმეორედ გახსნა ამ რეალობაში, არც კი განიხილება” – ტურისტული ობიექტი “ღვინის ბუფეტი” დაიხურა

თბილისში, თუმანიანის #15-ში მდებარე ტურისტული ობიექტი „ღვინის ბუფეტი“ დაიხურა. ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელმა, ვასილ ამურველაშვილმა ისაუბრა.
მისივე განცხადებით, ტურისტული ობიექტის დახურვის მიზეზი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მომხმარებლების არ ყოლას უკავშირდება.
“ობიექტი დავხურეთ. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებლების რაოდენობა განულდა და ტურისტული ობიექტი თავსაც ვეღარ ინახავდა.
უბრალოდ, ფართი ჩემი იყო და ვუძლებდი ყველაფერს, თუმცა ბოლოს უკვე შენახვა ვეღარ შევძელი. ახლა, ეს ფართი გაქირავებულია და ხელმეორედ გახსნა ამ რეალობაში, არც კი განიხილება”, – ამბობს “ღვინის ბუფეტის” დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ტურისტული ობიექტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოს სთავაზობდა.