ხელი შევუწყოთ ფინანსურად საჯარო მოხელეებს, რომლებსაც “ქართული ოცნებისგან” გამიჯვნა სურთ – კოკა თოფურია

ხელი შევუწყოთ ფინანსურად საჯარო მოხელეებს, რომლებსაც “ქართული ოცნებისგან” გამიჯვნა სურთ – ამაში ხედავს ახლა გამოსავალს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურია, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
მისი აზრით, მოცემულ ვითარებაში ბიზნესმა საჯარო მოხელეებს ხელი უნდა შეუწყონ, რომ მათ სამსახურის დატოვება არ გაუჭირდეთ. თანხა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტმა გამოყო, თოფურიას მტკიცებით, ემსახურება იმ ადამიანების დასაქმებისთვის ხელფასის უზრუნველყოფას, ვინც საჯარო სამსახურს დატოვებს.
„თანხა, რომელიც საჯარო სექტორიდან წამოსული მოხელეებისთვის გამოვყავით, მოხმარდება ჩვენ მიერ დასაქმებული ხელფასებით უზრუნველყოფას. ჩვენ არ შეგვიქმნია ფონდი, სადაც ვითხოვთ თანხის ჩარიცხვას, ეს არის ჩვენი შიდა ბიუჯეტიდან. ჩვენი სახელფასო ფონდი გავზარდეთ და ჩვენ დავასაქმებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სამსახურის დატოვება მოუწევთ“, – აცხადებს თოფურია და იმასაც ამატებს, რომ თუ ბიზნესი აქამდე ჩუმად იყო, ახლა ყველამ ხმა უნდა ამოიღოს.
საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად, საქართველოს უნივერსიტეტმა 200 000 ლარიანი ფონდი შექმნა.