“ხელი დაადეთ ჟურნალს, დავაფინანსებ და გამოვაცხობ სტატიას” – ზარქუა

Politico-ს ჩამონათვალში ივანიშვილის მოხვედრას, “ოცნების” დეპუტატი ზარქუა “შეკვეთილს” უწოდებს და თავის ეჭვებს გამოთქვამს –“სულ ცოტა ხანი მოვითმინოთ, რამდენიმე კვირა და გავიგებთ ვინ შეუკვეთა”– ამბობს ზარქუა. მისი აზრით, ივანიშვილი “ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული”. ზარქუას ისიც ჰგონია, რომ გავლენიანი გამოცემებისთვის ნებისმიერი შინაარსის სტატიების დაკვეთა შეიძლება:
“ხელი დაადეთ ჟურნალში, დავაფინანსებ და თქვენზე გამოვაცხობ ისეთ სტატიას, აიი, რო შეიძლება თვითონ დაიჯეროთ… არ გამოვრიცხავ მათ შორის, ესენი იყვნენ ფასიანი ლობისტები კუბილიუსები, ფოტიგები, რა გვარია, რაისას რო ვეძახით, რასა… [იუკნევიჩიენე]” ამბობს ზარქუა.
გამოცემა Politico-ს რეიტინგი ცნობილია. გამოცემამ სია სამ ძირითად კატეგორიად დაყო: “აღმასრულებლები”, “ამრევები” და “მეოცნებეები”.
თითოეულ კატეგორიაში ცხრა ადამიანია. “ამრევების” კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა ს პირადი ბანკირი, ს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. ამ კატეგორიის სიაში მოხვდა , რომელსაც გამოცემა ოლიგარქად მოიხსენიებს.
პოლიტიკოს გამოკითხვით წლის მეოცნებე, ადამიანი რომელიც ცვლის ისტორიას – ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ა.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!

ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ ბრალს, რაც გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკადის მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას – მათ აქვთ სურვილი გამოძიებასთან ითანამშრომლონ