“ხელი არ შეუშლია, გადაცემის დამთავრება მაცადა” – აჭარის ტელევიზიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში მოიტყუა

აჭარის ტელევიზიის წამყვანმა ქეთი ბოლქვაძემ, პირდაპირ ეთერში ტყუილი თქვა.

ის გადაცემაში “ბათუმელების“ დამფუძნებლის ეთერ თურაძის სტუმრობისას ამბობდა, რომ, თითქოს, თურაძე სტუდიაში შეიჭრა და მას გადაცემის წაყვანაში ხელი შეუშალა.

ამ  გადაცემის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიას მიკროფონი დარჩა ჩართული, სადაც ცხადად ისმის ქეთი ბოლქვაძის ხმა, როგორ უყვება იგივე წამყვანი თანამოსაუბრეს, რომ ეთერ თურაძეს მისთვის  გადაცემის წაყვანაში ხელი არ შეუშლია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!