ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ

ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ
ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მან ამგვარად უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს ადვოკატის წერილის შესახებ, რომლებშიც ნათქვამია, რომ „ს მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი“.
ს შეფასებით, მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ამ წერილში ყველაზე ზუსტი ტერმინია გამოყენებული.
„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ყველაზე ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული – ავაზაკური რეკეტი. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს საქმე, რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავალობაში, მათ შორის, ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტი იმდენად ექვემდებარება გავლენებს, რომ შეუძლიათ, პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ისა საკითხი – ვის ჰქონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და ყაჩაღურად მიისაკუთრონ.
ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამ მცდელობებს ჩვენ დიდი ხანია, ვაკვირდებოდით, მათ შორის, მაშინ, როდესაც ის პოლიტიკიდან დისტანცირებული იყო. გახსოვთ მაშინ, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი როგორ დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკაში არმყოფ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საბოლოო ჯამში, ესეც მიანიშნებს იმაზე, თუ რა ძალებია ჩართული ამ პროცესზე გავლენის მოსახდენად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, – ინფორმაციას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ასევე დეტალურად საუბრობს, 2008 წლიდან განვითარებულ მოვლენებზე. ადვოკატი წერს, რომ „ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სტეიტის“ მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო“.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე