ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც კომისიის წევრებმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოაცხადონ, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძეც იმყოფება.
წარმოუდგენელი ვითარებაა, ხელაღებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ეს სხდომები უნდა იყო საჯარო. ოქმის შეჯამების არსი ეს არის, რომ იყოს საჯარო და მოქალაქეებმა საკუთარი აზრი გამოხატონ. მაშინ პირდაპირ ადგნენ და დაწერონ ციფრები, რასაც აკეთებენ ფაქტობრივად. მახინჯი ფორმით, ფორმდება მიტაცება ჩვენი არჩვენების და აგერ არის გაყალბების დასაბუთება. საქართველოს მოქალაქეებდ სხდომაზე არ უშვებენ, თვითონ არიან შეკრებილები იქ, გამომწყვდეული ჰყავთ რამდენიმე ოპოზიციონერი წევრი და ხელის გადაგრეხვის პრინციპით აფორმებენ ოქმებს. რა აქვთ გასაფორმებელი, პირწმინდად აქვთ წაგებული თბილისი, ამ გაყალბებულ არჩევნებზეც კი წააგეს. თბილისმა გაისტუმრა “ქართული ოცნება“, არ სჭირდება და სწორედ ამიტომ არიან გამოკეტილნი ამ მახინჯ შენობაში ის ხალხი, ვისზეც არის ეს რეჟიმი ჩამოკიდებული. ამ პროცედურის არსი არის ის, რომ იყოს საჯარო, ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება დაესწროს. ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს წარსულ დროში მომხდარ პროცესებს. მარტო არის “ოცნება“, თავისი ბიუროკრატებით, გამოკეტილ ოთახში და არავითარი სურვილი არ აქვთ, საზოგადოებას ჩახედონ თვალებში“, – განაცხადა დოლიძემ.
ვაკე- საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც კომისიის წევრებმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოაცხადონ, პოლიციაა მობილიზებული.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები.