საამართლიანობის აღდგენის მოტივებით ძალაუფლებაში მოსული “ქართული ოცნების” ხელისუფლება წლების განმავლობაში თავად იქცა უსამართლობის, ორმაგი სტანდარტებისა და შერჩევითი მიდგომების ეტალონად. კაბუს შემთხვევა ამისი ერთი და ბოლო მაგალითია. ჩვენ არ ვარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ნამდვილად გამაოგნებელია თუ შევადარებთ სასამართლოს მიდგომებს ზუსტად იგივე ბრალდებებით დაკავებული სხვა მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც, შესაძლოა, არ აქვთ ასე მჭიდრო კავშირი ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან.
ავტორი: ბექა ყორშია