“ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის მართებულობის დასტური”- ვინ როგორ აფასებს არახამიას სკანდალურ განცხადებას

მოძრაობა “ხალხის ძალა” უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებას ხელისუფლების მართებული სამშვიდობო პოლიტიკის დასტურად მიიჩნევს. საუბარია რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის ინტერვიუზე, რომელშიც სადაც მ თქვა, რომ , უკრაინის ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, ომის შეჩერების პირობას იძლეოდა, თუმცა, მოლაპარაკებებიდან დაბრუნების შემდეგ, ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევს ომის გაგრძელება ურჩია და ოკუპანტების სიტყვის სანდოობაში ეჭვი შეიტანა. “ხალხი ძალაში” არ გამორიცხავენ, რომ დროთა განმავლობაში, ამ კუთხით, მეტი ინფორმაცია გასაჯაროვდეს.
არახამიას ეს განცხადება დაფიქრების საფუძველს აჩენს მმართველი პარტიის წევრებისთვის. “ქართულ ოცნებაში” აქცენტს მშვიდობის აუცილებლობაზე აკეთებენ. ამბობენ, რომ ოფიციალური ს მხრიდან ახლა გაკეთებული განმარტებები დაგვიანებულია, რადგან მ მასშტაბურ ომს თავი ვერ აარიდა.
მმართველი გუნდის რიტორიკას სპეკულაციურს უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, რუსეთი შეთანხმებებს არასდროს ასრულებს – შესაბამისად, არახამიას სიტყვების ინტერპრეტირება არასწორია.
ფრთხილი, დამოუკიდებელი და პრაგმატული პოლიტიკა – “ქართული ოცნების” ლიდერების აზრით, ქვეყანას სტაბილურობა სწორედ ამ მიდგომამ შეუნარჩუნა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უკრაინის შიდა პოლიტიკის გარჩევა არ სურთ. თუმცა არახამიას სიტყვები და ქართული ოპოზიციის მხრიდან მისი გამართლების მცდელობა, “ოცნებისთვის”, კითხვებს აჩენს.
სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომი უკვე 2 წელია გრძელდება და მას, ათიათასობით სამხედროსთან ერთად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

American Thinker-ი: უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო

იდეალური იქნებოდა ურსულა ფონ დერ “ბაიდენისთვის”, მაკრონისთვის, შოლცისთვის თუ სტარმერისთვის იმის ღია მინიშნება, რომ ტრამპმა ზუსტად იცის – სად და ვის ჯიბეში წავიდა ამერიკული 350 მილიარდი

უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორივე პალატაში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დავადასტურეთ მზადყოფნა ამ კავშირების გაძლიერებისთვის