ჩემი დაკვირვებით ხელისუფლების მომხრეთა სულ ოთხი კატეგორი არსებობს. 1. ბნელები. გაუნათლებელი და უწიგნური ხალხი, რომელსაც სჯერა, რომ ევროპა მიზანმიმართულად გვაპიდარასტებს და ეროვნულობას და რელიგიურობას გვართმევს. ასეთები შეიძლება ხელისუფლებას შემოსწყრნენ კიდეც, ოღონდ მხოლოდ არასაკმარისად ბნელი პოლიტიკის გამო. 2. დაბოღმილები, ანუ ნაცებზე გადაფსიხებულები. მოუნელებელი წყენა აქვთ წინა ხელისუფლების და ბიძინას აღიქვამენ ნაცრევანშის ერთადერთ ალტერნატივად. სრულიად უიმედო ჯგუფია, რადგან რა და რამდენიც არ უნდა ჭამოს ხელისუფლებამ, მაინც “ნაცები, ნაცების” ძახილით ინუგეშებენ თავს 3. კონფორმისტები. ხელისუფლებისადმი ლოიალობას მიიჩნევენ კეთილდღეობის უცილობელ პირობად და სანამ ამ პერსპექტივის განცდა აქვთ, ყველანაირი უსამართლობა ჰკიდიათ. ასეთები მხოლოდ იმ შემთხვევაში უპირისპირდებიან ხელისუფლებას, თუ რეპრესიული მანქანა პირადად შეეხება. 4, სტატუს კვოს მომხრეები. ალბათ ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ხელისუფლების მხარდამჭერებში. მათთვის არსებული ხელისუფლება ასოცირდება სტაბილურობასა და სიმშვიდესთან, ხოლო ხელისუფლების ცვლილება არეულობასა და დესტაბილიზაციასთან. პოზიციას იცვლის იმ შემთხვევაში, თუ თავად ხელისუფლება ხდება დესტაბილიზაციის წყარო, პოლიტიკური ალტერნატივა კი სტაბილურობის დაბრუნებასთან ასოცირდება. შენიშვნა: პირველი ორი კატეგორიისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უარეს შემთხვევაში არის დიდი ბოროტების შემოტევა მცირე ბოროტებაზე, ხოლო მესამე-მეოთხე კატეგორიისთვის კი მინიმუმ გაუგებარია რატომ უნდა შეაკლა თავი ხელისუფლებას, თუ შეგიძლია არ შეაკლა და მშვიდად იცხოვრო. ამიტომ შეუძლებელია ხელისუფლების მომხრეებს გული აუჩუყო სინდისის პატიმრების ხვედრით. მათთვის ხელისუფლებასთან ასეთი დაპირისპირება არის არა სიმამაცე და სიმტკიცე, არამედ ან სიგიჟე, ან სიბრიყვე. გამონაკლისი აქ შეიძლება იყოს ვინმე პატიოსანი ბნელი, რომელიც მართალია არასწორი, მაგრამ რაღაც ღირებულებების მიმდევარი მაინცაა, მაშინ, როცა ყველა დანარჩენისთვის იდეალები და ღირებულებები მეორე და მესამეხარისხოვანი ამბავია
