პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
განსჯისთვის:
🔴 გასულ შაბათს კავკასიურ სახლში “აგენტების კანონის” შესახებ დისკუსიის ორგანიზება გვქონდა განზრახული. დისკუსიაში ორ მთავარ მომხსენებელს (არაპოლიტიკოსს) უნდა მიეღო მონაწილეობა – ერთს ხელისუფლების პოზიცია უნდა დაეცვა, მეორეს ხელისუფლების საწინააღმდეგო. ცხადია, დავდეთ პირობა, რომ დისკუსიას ეყოლებოდა მოდერატორი, ექნებოდა უმკაცრესი რეგლამენტი, რათა ორივე მხარეს აბსოლუტურად თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდა. ვაპირებდით დისკუსიის გადაღებას, აუდიტორიაში მხოლოდ მოწვეული სტუმრები იქნებოდნენ, მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის სრული ბალანსის დასაცავად და სიმშვიდის მისაღწევად.
კანონის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ზრდილობიანი, კულტურული და საქმიანი თანხმობა უმალვე მივიღეთ.
ხელისუფლების მომხრეთა ბანაკში ათამდე პატივცემულ პირს დავუკავშირდი – ზოგი შუა დიალოგიდან გამექცა, ზოგმა დრო არ მაქვსო, ზოგმა ოპონენტს თავს ვერ გავუყადრებო, ზოგმა შაბათის კანონს ვერ დავარღვევო, ზოგმა თემა არ მაინტერესებსო… მოკლედ, ათიდან ერთის დაყოლიებაც ვერ მოვახერხე. მხოლოდ ერთმა მითხრა გულწრფელად, ადამიანურად, ღირსეულად – “ლევან, ამ ეტაპზე არ გვაწყობს ეგეთი განხილვებიო”.
🔴 რამდენიმე დღის წინ შევავსე განაცხადი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. პროცედურის დაცვით მინდოდა ხვალინდელ სხდომაზე დასწრება. არც “ჰო” და არც “არა” არ მოუწერიათ.
🇬🇪 საქართველო – ისტერიული მონოლოგებისა და შეუმდგარი, ჩაშლისთვის განწირული დიალოგების ქვეყანა, ყვირილის რესპუბლიკა.