ვეტერანები კიდევ ერთხელ მოატყუეს – დაპირება, რომ 2024 წლიდან ძალოვანი უწყებების ვეტერანების პენსია გაიზრდებოდა, სიცრუე აღმოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს პირდებოდა, რომ პენსიის ზედა ზღვარი ახლანდელი 560 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზრდებოდა, ხოლო ნამსახურები წლების მიხედვით დანიშნული დანამატი 20%-ით მოიმატებდა. თუმცა, ახალი წლიდან ჯერ არაფერი შეცვლილა. არადა, იანვრის თვეში მომატებული პენსია უკვე აიღეს ჩვეულებრივი, ასაკობრივი პენსიის ბენეფიციარებმა.