პატივცემულო ხელისუფლებავ,
ნაცების დასრულებას ხომ პირდებით თორმეტი წელია ამ ხალხს? არადა თქვენ რომ გისმინოთ ადამიანმა: გიორგი გახარია ნაცია. მამუკა ხაზარაძე ნაცია. ძმები ბერძენიშვილები ხომ იმთავითვე ნაცები იყვნენ. სალომე ზურაბიშვილი რადიკალი ნაცია. წინა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ნაცი იყო მთელი არასამთავრობო სექტორი და ე. წ. მდიდარი ენჯეოები ნაცების ბუდეა მთელი ევროპარლამენტი მიშისტი ნაცებითაა სავსე. ახლა მგონი ალტინფოც ნაცია. და მარკ ზაკერბერგი, იგივე ცუკერა, იგივე ცოლისმონაც ნაცი აღმოჩნდა.
ჰოდა, რა გინდათ თქვენ და რას ჩალიჩობთ? ნაცებს ამრავლებთ?