ხელისუფლება, მე იძულებული ვარ გავიდე მიტინგზე, რატომ “აიძულებთ” ამას ჩემნაირ ადამიანებს? – გაგა კაკაბაძე

აქამდე – არ გავსულვარ და არც ვაპირებდი გასვლას მიტინგებზე/აქციებზე და ეხლა ხელისუფლებავ:
დამანგრიეთ და გამტეხეთ სრულად.. როცა “ბეზპრიდელი” ასე აშკარად გამოიყენება ადამიანის დასაჭერად, ესეიგი სხვა რამეებიც, რაც იყო აქამდე ნაჩვენები “დაჭერები” დასაშვებია რომ ანალოგიურად იყოს ცრუდ გაფორმებული…
1. სათამაშო იარაღები გასაღდა როგორც ნამდვილი. შსს-ს მიერ… ვიდეოზე და სურათზე – ასე იქცეოდნენ ნაცების დროს (უდებდნენ / აპრავებდნენ). 2. ნამდვილი 1-2 იარაღი რომლებზეც შსს-ს მისთვისვე აქვს ნებართვა გაცემული, ასევე გასაღდა ვიდეოზე როგორც უკანონოდ შენახული.. მაშინ, რით განსხვავდება დღევანდელი ქოცების ხელისფლება 2012 წლის სისხლიანი ნაცების ხელისუფლებისგან? მთავრობაც! რატომ “აიძულებთ” ჩემნაირ ადამიანებს, რომ ჩვენც გავიდეთ მიტინგებზე? – თითქოს გაწყობთ, რომ მეტი ხალხი გამოვიდეს ამ მიტინგებზე თქვენს საწინააღმდგოდ. იცით რამდენი ადამიანია უჩას რომ უჭერს მხარს არა კანონის ან პოლიტიკური შეხედულების, არამედ სხვა არა-პოლიტიკური შეხედულების გამოც – მათ შორის სათამაშო ელექტრო / ბატარეიკიანი იარაღების გამო, მეცნიერების და სხვა საინტერესო ბლოგების გამო … ?! ვითხოვ გამოძიებას “არასამართლიანად გამოძიებულ / დაკავებულებზე” ნორმალურად ჩატარდეს, ყველა სათამაშო იარაღი გაირკვეს და თუ ერთი აღმოჩნდა იქიდან სათამაშო, ავტომატურად ნიშნავს რომ სხვების დაკავების მიზეზად მოყვანაც კითხვის ქვეშ არის… მართალია ის, რომ “ყველას უვარდება თავში დიდი ხანი თუ არის ხელისუფლებაში, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტური წყობაა თუ პრეზიდენტული…”
ეს კაცი, თავის სათამაშო იარაღებს არასდროს მალავდა, ყველამ იცოდა/ვიცოდით რაც ჰქონდა, და ეხმარებოდა კიდევაც ბევრ სხვას თამაშების დროს – ხან “ბატარეიკას” აძლევდა თამაშის დროს სხვას როცა უჯდებოდა საკუთარი, ხან სათამაშო იარაღს (ისიც არ არის გამორიცხული რომ რომელიღაც სათამაშო იარაღი ამ ვიდეოდან, სხვა მოთამაშის იყოს და უჩას ჰქონდეს გასარემონტებლად – ვინც “ომობანას” (airsoft) თამაშობს ყველა ესე იქნება) – რომელიც ამ ვიდეოზე და სურათზე იყო მოყვანილი როგორც ნამდვილი იარაღების დიდი რაოდენობა.
http://www.airsoft.ge/ https://en.wikipedia.org/wiki/Airsoft https://www.redwolfairsoft.com/ ყველა ვისაც ოდესმე ასეთი რამე უყიდია და უთამაშია, ყველა დასაჭერია!? შეიძლება მიზეზი / სურვილი, რამე სხვა არის მისი დაკავების (ეგ არ ვიცი), მარა ეს ფალსიფიკაციაა და სრულად მიუღებელია, როგორც მიუღებელი იყო 2011-2012-ში ჩემთვის ის რაც გამოაშკარავდა ნაცებზე. Ucha Cyb AbashidzeUcha Abashidze ამ ლოგიკით დასაჭერია / დასაკავებელია ყველა სათამაშო იარაღის მეპატრონე… ბავშვები და ა.შ. ვისაც კი რამე ელექტრო იარაღი აქვს სახლში, ტირში /ქუჩაში რომ დევს იარაღები მათი მაპატრონეებიც დასაჭერია .. შესაბამისად,
იმის გამო, რის გამოც გამოვედი 2011-2012-ში, როცა ოცნებას მივეცით ბევრმა ჩემნაირმა სუ პირველად ხმა: “აშკარა უკანონობის და ბეზპრიდელის დაკონონების” მიუღებლობას. რაც შეეხება ამ კანონის თემას: მე კანონის რუსულობის/ამერიკულობის და/ან ევროპულობის იარლიკის მიწეპება მაგრა ბანალური მგონია და იდეაში მკიდია კიდევაც. გამჭირვალეობა კარგია როცა ძალები დაბალანსებული.. ყველაფერი ამ ცხოვრებაში დაბალანსებული უნდა იყოს საპირწონე რამით. თუმცა გააჩნია როგორ გამოიყენებ კანონის რომელიმე მუხლს შენი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში ამის გამოყენების შესაძლებლობა ეძლევა მართველ ორგანოებს / მთავრობას, რომ შეაჩეროს / გააჩეროს (ან როგორც უჩა დიაჭირეს ისევე იმოქმედოს) მის საპირწონე ორგანოებზე. რაც ბალანს არღვევს. და ამას მე არ ვუჭერ მხარს და მიმაჩნია, რომ ამის გამო არის კანონი მინიმუმ გადასახედი და ჩასასწორებელი. თუმცა სუ რო იდეალური კანონი იყოს: როცა ამდენი ახალგაზრდა და ბავში გამოდის საწინააღმდეგოდ, ეს კანონი არ ღირს ამ ფასად, რომ ასეთი არეულობა იყოს საქართველოში. პარლამენტი ღებულობს კანონს, პარლამენტი ხალხის არჩეულია, მაგრამ არჩევის შემდეგაც, ხალხის მიმდინარე უმრავლესობის აზრს უნდა ითვალისწინებდეს პარლამენტი. ეს არის კანონიერობა. რომ აგირჩიეს ეგ კი არ ნიშნავს მერე შეგიძლია რაც გინდა ის კანონი მიიღო, 4 წლის მანძილზე. აშკარად არის რომ საკმაოდ დიდი რაოდენებას მოსახლეობის რადიკალურად არ სურს ეს კანონი, ასეთი სახის (თუნდ წაკითხულიც არ ქონდეს). ესეიგი საჭიროა მისი ან გადაკეთება, ან ცნობადობის ამაღლება.. კითხვის დასმა იქ სადაც ეს ხალხი გამოდის…დებატები… ან დროებით არჩევნებამდე გადადება.. რადგან უკანონოა როცა პარლამენტი არ ითვალისწინებს ამდენი რაოდენობის ხალხის გამოსვლას. მითუმეტეს მომავალი თაობის. ამ ოპოზიციას და ან ნგო-შნიკებს კიდევ რა ვუთხარი (გაწყობთ მიტინგზე რომ დგას ეს ხალხი ხო?!), ამდენი ხალხი მოვიდა. ნუთუ “პეტიცია” კანონის გაქრობაზე ვერ ააგროვეთ, ვერიფიცირებული ხელმოწერებით (იურისტებია რ გყავთ?!). სუ ახალგაზრდები არიან. კანონში წერია რომ რაღაც რაოდენობა ხელმოწერებით თუ შევიდა მოთხოვნა პარლამენტში, პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ეს საკითხი. მინ სათქმელი იქნებოდა რამდენი ადამიანია ამ კანონის წინააღდეგი ამ მომენტში. – იქნება მილიონია?! ამდენი დრო გავიდა უკვე კი იქნებოდა 300,000+ ხელმოწერა მხოლოდ ქუჩაში მოსული ხალხის შედეგად… რა უნდა ამ ხელმოწერების აგროვებას და პეტიციის გამოცხადება (ინტერნეტში ან ფურცელზე). ქუჩაში აყენებ “ბუტკებს” და პირადობა და ხელმოწერა, კანონის გაწვევაზე. და ტყვილა დაჭერილების გამოშვებაზე კიდევ.
არსებობს ამის კანონიერად გაწერილი ქმედებები და გზები. ეს გზები პარალელურად უნდა იყოს დაწყებული და შესრულებული. და რავი კიდევ ბევრი სხვა რამე, რომელსაც აშკარად არ აკეთებთ.

ასევე დაგაინტერესებთ