“ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები” – პრეზიდენტი

ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, -ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

აი ს კომენტარი:

„ეს შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორიც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩვენს ჯართან ერთად შენდებოდა. ყველაფერი არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები და რა უნდა გაკეთდეს, სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა. მშვიდობა ვერ იქნება იზოლაციაში და პარტნიორების გარეშე. არ გვექნება არცერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმისთვის კი არა, რომ რაღაცა მოგონილი ფრონტები დავიწყოთ, არამედ ქვეყანა იყოს დაცული. დაცვა, არის მზადებაში და ეს მზადება დღეს არის საფრთხის ქვეშ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ