„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი იმით, არის გამოწვეული, რომ ხელისუფლება მისი ამომრჩევლის ნებას არ არსახავს. ამის შესახებ მან BMG-სთან freebusiness.ge პლატფორმის შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისი სულ მალე ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება.
როგორც მან აღნიშნა, ბიზნესმენები დღეს სწორედ ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე სამსჯელოდ შეიკრიბებიან, რადგან სხვა შემთხვევაში შედეგები თითოეულ მოქალაქეზე აისახება.
“შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური კრიზისი წინაშე დგას ქვეყანა, თუ უკვე არ ვართ ამ კრიზისში შესული, ეს უახლოეს მომავალში, 3-თვიან პერიოდში იქნება ასახული თითოეულ მოქალაქეზე. რაღაც პროცესები უკვე დაწყებულია უარყოფითი ტენდენციის სახით, ეს გადაედება სხვა დარგებს, და შემდეგ შეეხება ყველა მოქალაქეს ეტაპობრივად. ეს არის უპრეცედენტო მდგომარეობა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში და სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი. სწორედ ამისთვის ვართ შეკრებილი დღეს, რომ ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეიძლება ქვეყანას ასცდეს ეს უდიდესი კრიზისი. პოლიტიკური კრიზისი გამოწვეულია იმით, რომ არჩევნები არასათანადოდ ჩატარდა და ეს ხელისუფლება არ ასახავს იმ ხალხის ნებას, ვინც ის აირჩია”, – განაცხადა ბეჟიტაშვილმა.