ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას

ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი გიორგი ვაშაძის მიერ წმინდა გიორგის ხატის შეცვლასა და მასზე შავი ლაქის მიხატვას ეხმიანება. „საპატრიარქოს ს ინსტიტუციად აცხადებენ, პატრიარქს აგენტად, მღვდლებზე ამორალურ სიუჟეტებს ამზადებენ, წმინდანებსა და მეფეებს აგინებენ, სკოლებში “ლგბტ” პროპაგანდის დანერგვას ემხრობიან“- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ რადიკალური ძალების მკრეხელობა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი სააკაშვილის დამოკიდებულებებს იზიარებენ.
ექსპერტი ს ჩანაწერს იხსენებს, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი წმინდანებს არასასურველ კონტექსტში მოიხსენიებდა. ზურაბ ქადაგიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ეგოს დასაკმაყოფილებლად ყველაფერს იკადრებენ, აღნიშნული საქციელი კი მათთვის ჩვეულია.
„რატომ გიკვირთ, ამ უსამშობლოს მკრეხელობა?! სააკაშვილი, რომ ღლიცინებს წმინდანებზე ეგ ჩანაწერი არ გახსოვთ? ჰოდა, იმავე დამოკიდებულებით აგრძელებენ ეს ნაძირალები ყველაფერი ქართულისა და ტრადიციულის მიმართ. რა შეიცვალა? ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას – საპატრიარქოს რუსეთის ინსტიტუციად აცხადებენ, პატრიარქს აგენტად, მღვდლებზე ამორალურ სიუჟეტებს ამზადებენ, წმინდანებსა და მეფეებს აგინებენ, სკოლებში “ლგბტ” პროპაგანდის დანერგვას ემხრობიან. თუ პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას, საკუთარი მამიდების გაქირავება დასჭირდება, მაგასაც იზამენ და ნუ გიკვირთ ამ “ოგბუნუჯუს ხურდის” ეს საქციელი, ყველაზე ავთენტური საქციელია უსამშობლოსგან!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შვეიცარიული ბანკი „ჯულიუს ბაერსი“ 29 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილთან მშვენივრად თანამშრომლობდა, ხოლო 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოსვლისა და გლობალური ომის პარტიის ზრახვების მხილების შემდეგ, დაიწყო ბანკის მხრიდან პრობლემების შექმნა

ევროპარლამენტს სხვა საქმე აღარ დარჩა, გარდა საქართველოში “პოლიტიკური არეულობის” განხილვისა, რომლის ავტორიც მისივე წევრები არიან “როთების” და “ჟიგიმანტასების” თამადობით – ჯერ შექმნი არეულობას, მერე მოაგვარებ, რა არის ამაზე უფრო “ევროპული”?