ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა რეგიონში IT სკოლები უნდა დაფუძნდეს, სადაც ახალგაზრდები უფასოდ ისწავლიან | “ლელო”

პარტია “ლელოს” წევრებმა, დეა მეტრეველმა და ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოს ყველა რეგიონში, IT სკოლებს დააფუძნებენ. პარტიის ინიციატივაა, რომ ახალგაზრდები პროფესიას უფასოდ დაეუფლონ.
მათივე განცხადებით, საინფორმაციო ტექნოლოგიები გახდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.
დეა მეტრეველის თქმით, IT ტექნოლოგიური სივრცე დღეს დან შემოსულ მიგრანტებს აქვთ ათვისებული, ვინაიდან სახელმწიფო ამ მიმართულებით შესაბამის პოლიტიკას არ ატარებს.