მამა დოროთე ყურაშვილმა საკვირაო ქადაგებისას 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ “ოცნების” ხელისუფლებას ამ დღეს ორივე მხარეს მსხვერპლი სურდა.
სასულიერო პირმა ირაკლი კობახიძის სიტყვებიც გაიხსენა, რომელმაც თქვა, რომ დაავებული ადმაიანების მიმართ თანარძნობის განცდა არ აქვს.
“თავისი ხალხი გაუხდა მტერი და მტერი, პირდაპირი გაგებით, ქვეყნის, შეიყვარა”, – უთხრა მამა დოროტემ მრევლს.
“მსხვერპლი უნდოდათ. თურმე მე ჩავუშალე ის განზრახვა, რაც ჰქონდა სახელმწიფოს ჩაფიქრებული, რომ მას უნდოდა ორივე მხარეს მსხვერპლი, რომ თქვენ, ხალხი, მსოფლიოს თვალში გამოეჩინეთ, აი, როგორი აგრესიულები არიან ჩვენთან მიმართებაში, რომელიღაცა “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ეს თუ კრებსითი ნაციონალები, აი, როგორ აგრესიულები არიან, ღობე როგორ დაამტვრიეს… ეს ჩავუშალე და თურმე ამიტომ არიან გაბრაზებული ჩემზეს ეს პროპაგანდისტული ტელევიზიები და სახელმწიფო.
ღმერთი გვეუბნება, რომ გიყვარდეს მტერი შენი და ჩვენი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საერთოდ არ მაქვს თანაგრძნობა ადამიანების. ანუ თავისი ხალხი გაუხდა მტერი და მტერი, პირდაპირი გაგებით, ქვეყნის, შეიყვარა”, – თქვა მამა დოროთემ საკვირაო ქადაგებისას.
