ხელისუფლებას უნდა დაანგრიოს მრავმილიონიანი კორპუსები და სტადიონი ააშენოს – გოცირიძე

ხელისუფლებამ, რომელმაც განათლების აბსურდული რეფორმა დააანონსა, განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაანადგურა. ამ საქმეში ხელისუფლებაში მოკალათებულმა პირებმა ხელის მოთბობაც გადაწყვიტეს.
ხელისუფლებამ ახალი, ერთი მილიარდი ლარის ღირებულების 70 ათასიანი ტევადობის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გადაწყვიტა იქ, სადაც ამისთვის საკმარისი მიწაც კი არ არსებობდა. თურმე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთელი ტერიტორიის გამოსყიდვას გეგმავს მთავრობა. უნდა დაანგრიოს იქ არსებული მშენებარე მრავმილიონიანი კორპუსები და სტადიონის ააშენოს. ოღონდ მთავრობა უცხოელი ინვესტორისგან კი არ გამოისყიდის ამ ტერიტოტიას, არამედ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისგან, რომლებმაც ხელისუფლების ზეწოლით აიძულეს თურქული წარმოშობის გერმანელი ინვესტორები დაეთმოთ ეს ბიზნესი (უნივერსიტეტი) და ეს ტერიტორია. როგორც ირკვევა, სტადიონის აშენების იდეა თავიდანვე იყო ცნობილი. არა და, ამ უნივერსიტეტის აღორძინების დაპირებით მოდიოდნენ და ბევრი შეცდომაში შეიყვანეს. ამიტომ არ მიექცა სათანადო ყურადღება ამ უნივერსიტეტიდან უცხოელი მესაკუთრეების გაგდების ფაქტს.
სტადიონის მშენებლობა, რომელიც ქვეყანას არ სჭირდება, რომელიც არის მეტად ხარჯიანი, არის მიუდგომელი, რომელიც პარალიზებას მოახდენს კახეთის გზატკეცილის და რომელიც საფრთხეს შეუქმნის აეროპორტის საქმიანობას, აუცილებლად გახდება მომავალში კორუფციული სკანდალისა და გამოძიების თემა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…