ხელისუფლებას სამი საფეხბურთო კვირის განმავლობაში სათავისოდ არაფერი უთქვამს, რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობდა, რომ ფეხბურთიც კი ხალხის ერთმანეთთან დასაპირისპირებლად გამოეყენებინა

ხელისუფლებას სამი საფეხბურთო კვირის განმავლობაში სათავისოდ არაფერი უთქვამს, რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობდა, რომ ფეხბურთიც კი ხალხის ერთმანეთთან დასაპირისპირებლად გამოეყენებინა
„ოპოზიცია იმდენს იზამს, რომ თუკი ვინმე მხარდამჭერი ჰყავს ფეხბურთელებში, იმასაც კი გაანაწყენებს.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა, რომ ხალხი ფეხბურთითაც კი დაეყო და დაეპირისპირებინა, ეს ყველაფერი კი პოლიტიკური ქულებისთვის გამოეყენებინა, მაგრამ, ხალხმა ოპოზიციის ბინძური ზრახვები დაინახა და ამაზე პასუხს მათ არჩევნებზე გასცემს.
„ამ დღეებში მთელი ერი ხარობდა და რადიკალები მაინც პოლიტიკურ შინაარსს ეძებდნენ, თუმცა, მცდელობების მიუხედავად, ფეხბურთელებისა და მათი გულშემატკივრების ნაცებად და ქოცებად დაყოფა ვერ შეძლეს. ვნახეთ, რა ამბავი ატეხეს ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით და როგორ უნდოდათ მას ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადება გაეკეთებინა, მაგრამ დასაფასებელია ბუდუს განცხადება, რომლითაც გუნდურობა და მწვრთნელის მიმართ პატივისცემა შეინარჩუნა.
დღესაც, როცა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა, რადიკალებმა ამის სათავისოდ გამოყენება სცადეს და თქვეს, რომ ხელისუფლებამ ფეხბურთელები ქომაგებს დაუმალა. რამდენი სისულელე უნდა მოვისმინოთ უკვე ოპოზიციისგან? დაიღალა ხალხი მათი ბოდვების სმენით. სირცხვილია უკვე. ხელისუფლებას ან მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ამ სამი საფეხბურთო კვირის განმავლობაში სათავისოდ არაფერი უთქვამთ, რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობდა, რომ ხალხი ფეხბურთითაც კი დაეყო და დაეპირისპირებინა და ეს ყველაფერი პოლიტიკური ქულებისთვის გამოეყენებინა. მაგრამ, ხალხმა ოპოზიციის ბინძური ზრახვები დაინახა და ეს კარგია, რადგან ამაზე პასუხს მათ ოქტომბერში, არჩევნებზე გასცემენ.“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს

უკვე არასერიოზულია სალომე ზურაბიშვილზე ლაპარაკი, პოლიტიკაში შემოსვლამდე მქონდა შეხება ისეთ თემებთან, სადაც კარგად ჩანდა აგენტის ხვედრი, შიდა, სისხლისსამართლებრივ თემებში და როგორც ჩანს, უფრო მძიმეა აგენტის ხვედრი, როცა შენი ქვეყნის გარედან რაღაცას მიგითითებენ – არ მგონია, რომ ძალიან უნდოდეს იმის კეთება, რასაც აკეთებს

ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი- ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის

ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია