“ხელისუფლებას ვერ დაარქმევ, ის რეჟიმია”– გონჩარენკო ქართული ოცნების მთავრობაზე

სიტუაცია მძიმეა, საქართველოს მთავრობას ხელისუფლებას ვერ დაარქმევ, ის რეჟიმია, – ამის შესახებ “პირველებთან” ინტერვიუში უკრაინელმა ევროდეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
“სიტუაცია მძიმეა. მე ვერ დავარქმევ საქართველოს მთავრობას ხელისუფლებას, მე მათ დავარქმევდი რეჟიმს, რადგან მათი მმართველობა ახლა არის ავტოკრატია ან უკვე დიქტატურაც კი. საქართველოში არ ჩატარებულა ნამდვილი , რადგან ერთ-ერთი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე მე ვიყავი და მე ჩემი თვალით ვნახე “ქართული ოცნების” მხრიდან ხმების მოსყიდვის ფაქტები და როგორ აორგანიზებდნენ იმ შედეგებს, რაც შემდგომ რეალურ შედეგებად წარმოაჩინეს. მე ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ ის ახლა ბელარუსის გზას დაადგა, რადგან მოვლენები ისე ვითარდება ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ეს ბელარუსში მოხდა”. – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.
შეგახსენებთ, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება და ის საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: დღეს კი, ბატონო სპიკერო, იგივე ურყევი სიმტკიცეა საჭირო უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის დასაცავად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

ირაკლი კობახიძე – შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, მაგრამ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს კომიკური მდგომარეობიდან