“ხელისუფლებას ამ ომს მოვუგებთ” – ლაზარე

ფოტო: IPN
საპატიმროდან გამოსული ს პირველი ინტერვიუ ჟურნალისტებთან, – “არ ვუჯდებოდი მანქანაში პოლიციას და წინ ვეძახდი ავტობუსში ხალხს, რომ დამხმარებოდნენ” – ამბობს ახალგაზრდა და სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს.
დიდი ალბათობით, ხელისუფლებამ მე იმიტომ ამირჩია, რომ წინა საქმე მქონდა სისხლის სამართლის საქმე, ის გააცოცხლეს და ერთიანად რაღაც კრიმინალური ხატი შექმნა მმართველმა პარტიამ. ციხეში ყოფნისას, უფრო მობილიზებული ვიყავი იმაზე, თუ აქ რას გავაკეთებდი, ან რისი გამოყენება შემეძლებოდა. თქვენ გიყურებდით, როგორ საქმიანობდით. ვხატავდი, ვწერდი. ” – ამბობს ახალგაზრდა.
ლაზარემ მის დამკავებელ პოლიციელთა შორის ის სამართალდამცავიც ამოიცნო, ვინც პარლამენტთან ხალხი თეთრი ფურცლების გამო დააკავა:
ერთ-ერთი პოლიციელი ის არის, თეთრი ფურცლები რომ წაართვა აქტივისტს აქციის დროს. ასეთი რაღაცები ხდება ხშირად. სასამართლოზე ასე ასამართლებენ წვრილმან ხულიგნობაზე, ან პოლიციელი შეურაცხყოფაზე და ეს იყო სისხლის სამართლის საქმეს. დაკავებამდე, მე მეუბნებოდნენ ასეთ რაღაცას, მომდიოდა ინფორმაცია, რომ შენზე ლაპარაკობენ სამმართველოში პოლიციელები და რა ხდება, რატომ ლაპარაკობენო. როგორ დამაკავეს არ მახსოვს – ტელეფონში ვიყურებოდი. ტაქსი მყავდა გამოძახებული და მაპზე ვუყურებდი, რამდენ ხანში იქნებოდა ჩემთან. არ ვუჯდებოდი მანქანაში პოლიციას და წინ ვეძახდი ავტობუსში ხალხს, რომ დამეხმარეთ – მეთქი. ხელისუფლება შეინარჩუნოს და ავტორიტარიზმი გააძლიეროს ქვეყანაში. მე მგონია, რომ ხელისუფლებას ამ ომს მოვუგებთ”, – ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

ასევე დაგაინტერესებთ