20 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ მიმართვას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა და ცესკოს გამოცხადებული შედეგი არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში განმარტავენ, რომ საჭიროა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ყველა ფორმატში. მათ მიერ ხელმწორერილ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „უნდა მოხდეს საერთაშორისო იზოლაცია იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც ხელისუფლება კრიმინალის გზით მოიპოვა“.
სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ წერილში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში.
„არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში“ – ხაზგასმულია განცხადებაში.