რემონტი თუ რეაბილიტაცია? – სწორედ ეს კითხვა აქვს საზოგადოებას მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იმერეთის მეფეთა სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აქტივისტები შიშობენ, რომ მე-17 საუკუნით დათარიღებული “ოქროს ჩარდახის” იერსახე შესაძლოა შეიცვალოს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ქუთაისის მერიამ 3 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ღირებულება თითქმის 2 მილიონ ლარს აღწევს.
აქტივისტები ამბობენ, რომ პროექტში მოცემული კონსტრუქციული გადაწყვეტა არ ითვალისწინებს ნაგებობის ჩვენამდე ყველაზე ავთენტური ფორმით მოღწეული პირველი სართულის რიყის ქვით ნაგები კედლებისა და თაღოვანი კონსტრუქციების პირვანდელი სახით შენარჩუნებას. მათივე თქმით, დაუშვებელია შენობის პირველი სართულის აღნიშნული თაღების შემინვა ლითონის (კერძოდ, ალუმინის) ფანჯრებით. მათ მოამზადებს პეტიციაც, რომლის მიზანი”ოქროს ჩარდახის” გადარჩენაა.
“ადგილობრივმა ხელისუფლება, რომელმაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი თანხები რაღაც პროექტის გასაკეთებლად, მათ გადაწყვიტეს, რომ ევრორემონტი ჩაეტარებინათ “ოქროს ჩარდახისთვის.” სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს პროექტი საჯარო განხილვის გარეშე დაამტკიცა და უკვე როცა მოსახლეობამ გაიგო, გამოიწვია აღშფოთება. უბრალო თვალმაც რომ შეხედოს, როგორიც იყო ჩარდახი და რის გაკეთებასაც უპირებენ, ძალიან მარტივი შესამჩნევია, რომ ამ ორ შენობას საერთო ერთმანეთთან არაფერი არ აქვს”, – ამბობს აქტივისტი მიშიკო მუმლაძე.
საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევი, ფოკი ფაჩულია ამბობს, რომ პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ მასში არც ერთი არქიტექტორი და კონსტრუქტორი არ მონაწილეობს.
