ხელვაჩაურში, ე.წ „ოცნების ქალაქში” მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ გაურკვეველია პირთა სია თუ ვინ დაკმაყოფილდება საცხოვრისით

ხელვაჩაურში ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ გაურკვეველია პირთა სია თუ ვინ დაკმაყოფილდება საცხოვრისით.
მოქალაქეების თქმით, მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სთან შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.
როგორც “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლები აცხადებენ, უსახლკაროების დაკმაყოფილება სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა მოხდეს.
“საცხოვრებელი ბინები არავის არ მიგვიღია. დღემდე არ არის სიები ცნობილი – ვის ეკუთვნის ბინა. მოვიდნენ, მაგრამ ვერ გავიგეთ, სია. ჩვენ თვითონ მოვედით დოკუმენტები მოგვაწოდეს გაურკვეველი, იქ არაფერი წერია. ხალხს არ გაგვიგია, ვის გვეკუთვნის”, – აცხადებენ შეკრებილები
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.
“პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, ვის ეკუთვნის ბინა. მოსახლეობა გაურკვევლობაშია, ამიტომ ითხოვენ ზუსტს სიას. სტატუსები არ არის განსაზღვრული. დღეს ხელისუფლება მოვიდა და რეკლამა გაიკეთა, ზუსტად ეს ხელისუფლება გასახლებით ემუქრებოდა აქ მცხოვრებლებს. ეს არის ხალხის დამსახურება, რომ ეს ბინები აშენდა. ბევრი მეკითხება, ვის ეკუთვნის ბინა. მთავრობას ჰკითხეს, მაგრამ მათ არაფერი უპასუხეს, დღეს არ უნდა მოეტანათ სია და ეთქვათ ხალხისთვის, ვის ეკუთვნის? აქ ყველა უკმაყოფილო იყო”, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
ე.წ ოცნების ქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ე.წ ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”