ხელვაჩაურში დაკარგული 88 წლის ქალი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავში დაკარგული 88 წლის თინა (ჰავა) წილოსანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
“ვიპოვეთ მეგობრებო. ცოცხალია. კარგადაა. მადლობა ყველას ვინც კი რაიმე წვლილი შეიტანა ამ საქმეში,” – ამბობს მისი ოჯახის წევრი.
თინა ( ჰავა) წილოსანი სახლიდან სახლიდან 23 თებერვალს, დაახლოებით 5 საათზე გავიდა და ოჯახი მას შემდეგ ეძებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს