ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება
დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლებისა და სოფელ მნათობში შიდა სასოფლო გზის ბეტონით მოწყობის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და მნათობში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
სოფელი მნათობი – საერთო საცხოვრებლებიდან ნაკაიძეების მიმართულებით 450 მეტრო შიდა გზისა და გზაზე ფერდსამაგრის მოწყობის სამუშაოები.
სოფელი მნათობი – ნიაზ მიქელაძის საცხოვრებელ სახლთან დასრულებული ფერდსამგრი კედელი.
სოფელი მახვილაური – გოგიტა ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე ფერდსამგრი კედლის მოწყობის სამუშაოები.
პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს – 257 871 ლარს.
მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძემ, საკრებულოს წევრებმა და სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში