ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე 25 ივლისს საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის “ყალი ვაკის” ტერიტორიაზე 25 ივლისს საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და -ს სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტში ჩაერთნენ საქართველოს, აშშ-ს, კანადის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, სა და თურქეთის წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში შესწავლილია ციხის შიდა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის კოშკის შიდა და გარე ტერიტორია, მიმდინარეობს კოშკის დასავლეთით არსებული ნაგებობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები და ციხესთან დაკავშირებული გვირაბის გაწმენდის პროცესი. კოშკის მიმდებარედ აღმოჩნდა სამი ქვევრი და როგორც შუა საუკუნეების, ისე ოსმალური პერიოდისათვის დამახასიათებელი მასალები. ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები 25 აგვისტოს დასრულდება, ექპედიდიციის მონაწილე არქეოლოგებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
დასკვნით ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, არეოლოგები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და “აირჩიე ევროპა” გამოიჭირა “ანტიკორუფციულმა ბიურომ”, იმ ორგანიზაციამ, რომლის შექმნასაც ევროსაბჭო ითხოვდა საქართველოსგან – ითხოვდნენ და მიიღეს