ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” სხდომა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” სხდომა გაიმართა.
სხდომას საბჭოს თავმჯდომარე ირმა მგელაძე უძღვებოდა, მან სხდომის მონაწილეებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი გააცნო.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია.
საბჭოს წევრებმა მოისმინეს და გამოთქვეს მოსაზრებები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერს, რეკომენდაციის სახით წარედგინება.
მერის სათათბირო ორგანოს – “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” საქმიანობის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ