ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება – მერი პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება – მერი პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება – მერი პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ საკრებულოსა და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ფერდსამაგრისა და გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელი მახო – საცხოვრებელ სახლთან და მიმდებარე სოფლის გზასთან დაკავშირებით ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები.
სოფელი თხილნარი (ლანგათი) – საცხოვრებელ სახლთან შიდა სასოფლო გზის მონაკვეთზე გაბიონის მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს, როგორც მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების დაცვას მეწყრული პროცესებისგან, ასევე სოფლის შიდა გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“