ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დაათვალიერა და მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დაათვალიერა და მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დაათვალიერა და მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერიისა და სკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებისგან და მწვრთნელებისგან მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრებზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებზე, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებებში ინვენტარისა და ეკიპირების საჭიროებებზე.
მინისტრმა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის პროექტი გააცნო, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსები ასაშენებლად 2 მილიარდი ლარის დახარჯვას ითვალისწინებს, მინისტრის განცხადებით აჭარაში ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციები უახლოეს პერიოდში ყველა საჭირო ინვენტარსა და ეკიპირებას მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის