ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მერმა კაპრეშუმი-აგარის მიმართულებით განხორციელებული 600 მეტრზე მეტი სიგრძის შიდა სასოფლო გზის დასრულებული მონაკვეთი დაათვალიერა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გადაადგილება მოსახლეობისთვის.
ასევე, სოფელ ორთაბათუმში აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ყოროლისწყალის გასწვრივ ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია სტიქიური პროცესების პრევენციისთვის.
მერთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ მხეიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა, ასევე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას