ხელვაჩაურის მერის მოადგილე ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მერის მოადგილე ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან დევაძე, ქალთა ოთახის წარმომადგენლები მარიამ ჩხიკვაძე და მაგდანა მალაყმაძე, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძე, საკრებულოს წევრი ხათუნა დიასამიძე და სამსახურის თანამშრომლები, გენდერული თანასწორობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
საინფორმაციო შეხვედრაზე, დეტალურად ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებ ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. პროგრამაზე განცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 10 მარტამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა