“მთის ამბების” რედაქტორი “პირველებთან” მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს. ჟურნალისტი ყვება, რომ პოლიციელები, რომლებმაც მასზე იძალადეს, შეიარაღებულები იყვნენ. მისი თქმით, ძალოვანები მას აგინებდნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და რამდენჯერმე ჰკითხეს, იყო თუ არა მომიტინგე.
მანქანიდან გადმოხტა ორი პირი. ერთ-ერთი იყო შეიარაღებული. მივხვდი, რომ იყო შსს-ს მანქანა, დაბურული შუშებით. როცა მანქანა გავაჩერე და შევხედე, ორივე იყვნენ შსს-ს თანამშრომლები, მაგრამ ერთი ნამდვილად შეიარაღებული. მოვიდა და ყვიროდა, რატომ არ ვატარებდით, გვაგინებდა და იმუქრებოდა. ამოვიღე ტელეფონი, მანქანაში მქონდა, იქვე ვიდექი, ჩემი მანქანის კართან და ვეცადე, რომ დამეწყო გადაღება. „წაართვით ტელეფონიო!“, – დაიღრიალა. მეცნენ ორივე და ხელი გადამიგრიხეს და სამჯერ დამარტყეს და ცდილობდნენ ტელეფონის წართმევას. ძალიან აგრესიული იყო. ვკითხე, შენ ხარებას თანამშრომელი ხარ, -თქო? და ამას მოაყოლა ის გინება. კიდევ ერთხელ ჩამეკითხა ბოლოს, რომ მომიტინგე ხომ არ ხარო და ღიად, მკვეთრად, პირდაპირ გამოხატავდა აგრესიას მომიტინგეების მიმართ და ჩვენ ვნახეთ, რა შეუძლიათ ამ მოძალადეებს, როდესაც რამდენიმე ათობით თუ ასობით დაზარალებული ადამიანი გვყავს, რომელსაც სახის ძვლები და შბლი დაუმტვრიეს და სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანები, – ამბობს მთივლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ წეროვანთან, ავტობანზე თავს დაესხნენ საქართველოს ამბების / მთის ამბების რედაქტორს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს.
