ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს – რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე

ვითარების დეესკალაციისთვის საქართველოში ხელახალი უნდა ჩატარდეს, – ასე ფიქრობს რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
როგორც ალავერდაშვილმა თქმა, პოლიტიკური არეულობის ეკონომიკური ფასი ძალიან მაღალია, რასაც სტუმარმასპინძლობის სექტორიც იხდის. მისი მტკიცებით, თბილისში სასტუმროების 70% სრულად ცარიელია და სექტორი თვითგადარჩენას ცდილობს.
„ქვეყანა ასე წინ ვერ წავა. ეს არ არის , ეს არ არის ბელარუსი, არცერთი სხვა ქვეყანა არაა, ეს საქართველოა და აქ ასე ვერ იცხოვრებ, აქ სხვა მენტალიტეტია. რაც შეეხება ბიზნესს და ტურიზმს, სტუმრები არ არიან. ჯავშნების რაოდენობა იმ ნიშნულზეა, რომ თვითღირებულებასაც ვერ დაფარავენ. ამ ბიზნესმა რამდენი უნდა გადაიაროს არ ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტაბილურობა, მშვიდობა და რაც უფრო მალე ვიპოვით გამოსავალს, მით მალე მოვახერხებთ სექტორის აღდგენას,“ – განაცხადა ალავერდაშვილმა.