საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, – აჭარის მთავრობის სახლთან მორიგი აქცია გამართა.
78-ე დღეა მოქალაქეები პროტესტის ნიშნად უწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან. შეკრებილები აცხადებენ, რომ „ხელისუფლებაში რუსული რეჟიმია და ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.
საპროტესტო აქციაზე, იყო სიტყვით გამოსვლებიც. მოქალაქეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.
