ხაცკევიჩს ვარჯიშზე ფიზიკურად გაუსწორდნენ – ქართველების ყოფილ მწვრთნელს პოლონეთში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა

გამოცემა Meczyki-ის ინფორმაციით, პოლონეთის მე-2 დივიზიონის ბინადარ სოსნოვეცის “ზაგლებიეს” ვარჯიშის მიმდინარეობისას 3 აპრილს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
მოულოდნელად, ვარჯიშზე დაახლოებით 30-40 ფანი გამოჩნდა, ისინი ფეხბურთელებთან სასაუბროდ მივიდნენ, თუმცა ყველაფერი მშვიდად არ დასრულებულა.
გულშემატკივრებმა კლუბის მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ხაცკევიჩს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყეს.
ფანების უკმაყოფილება კლუბის ბოლოდროინდელმა შედეგებმა გამოიწვია. სოსნოვეცის “ზაგლებიე” პოლონეთის მე-2 ლიგაში ბოლო ადგილზეა, ღრმა აუტსაიდერია და აქედანაც გავარდნა ემუქრება.
ინფორმაციისთვის, ხაცკევიჩი ვოლგოგრადის “როტორში” საბა კვირკველიას, ნიკა ყიფიანს, ზურიკო დავითაშვილსა და გიორგი არაბიძეს ავარჯიშებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში