ხაშურში მოზარდი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შიდა ქართლში, ხაშურში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოზარდი გოგო დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბრალდებული მოზარდი 2009 წელს არის დაბადებული. პირი, რომლის ცივი იარაღით მკვლელობაშიც მას ბრალი ედება, 1950 წელს დაბადებული ზ.ლ.-ა.
გავრცელებული განცხადების თანახმად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მოზარდი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ოპერაციის შედეგად ის დააკავა.
„სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, — წერია -ს განცხადებაში.
მოზარდს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის.

ასევე დაგაინტერესებთ