ხაშურში, მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურში, მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„მდინარე იწმინდება სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც სტიქიის პრევენციისთვის, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით.
სამუშაოები მთლიანად მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 171 935 ლარს შეადგენს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც არ აბინძურებს მდინარეს და ზრუნავს გარემოს დაცვაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.