ხაშურში, დიდი და პატარა სატივეს დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა

“პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა დაზიანების ადგილას ლითონის მოაჯირი დაამონტაჟა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა. სპეციალისტების მიერ გამოტანილი კვალიფიციური დასკვნის მიღებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.