საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
დეპარტამენტის თქმით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.