“ხაშური არის ევროპა” – საპროტესტო მსვლელობა ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად

ხაშურში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს და თანაქალაქელებს მოუწოდებდნენ შეერთებოდნენ მათ პროტესტს.
“ხაშური არის ევროპა”, “აჯანყდი” – ამ შეძახილებით მოიარეს მათ ქალაქის ქუჩები.
ხაშურელები ამ ფორმით აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და ნაცემ მოქალაქეებს.
28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. კობახიძის ბრიფინგის შემდეგ დაიწყო უწყვეტი საპროტესტო ქციები, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ყოველ ღამე ცდილობს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების დაშლას, თუმცა ისინი კვლავ იკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება