ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ლევან გამრეკელი დააკავეს

ხაშურის საკრებულოში ქართული ოცნებისყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ლევან გამრეკელი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს.
ჯერჯერობით, მისი დაკავების შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ტაბულასპროკურატურაში უთხრეს, რომ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ბიზნესმენი ლევან გამრეკელი 8 წლის განმავლობაში, 2017-2025 წლებში ქართული ოცნებიდან ხაშურის საკრებულოს დეპუტატი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ