ხაშურის მერია: სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა, 40 ოჯახი საშიში ზონიდან გავიყვანეთ

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაბა სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა. მერიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 მოქალაქე სასტუმროში გადაიყვანეს, 40 ოჯახი კი საშიში ზონიდან გაიყვანეს.
“ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და -ს შესაბამისი თანამშრომლები”, – აცხადებს ხაშურის მერია და მოუწოდებს მოსახლეობას, სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ.
მერია გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აღნიშნავს, რომ ადგილზე, სადაც მეწყრული პროცესები დაიწყო, ღამით საქმიანობა შეუძლებელი და საფრთხისშემცველია.
“ხვალ დილიდანვე გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს და კვალიფიციურად შეაფასებენ როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს.
გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგომ კი შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს შემჭიდროებულ ვადებში”.
7 თებერვალს გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა. შედეგად, მაშველებმა 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს, კიდევ ერთის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.
6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება

გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე – კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა, ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით!