“პატრიოტთა ალიანსის” წევრები, რომლებმაც ხატი ეკლესიას შესწირეს ამბობენ, რომ ხატი ტაძრიდან არ გავა. მათი თქმით, სპეციალისტების დახმარებით ხატს ადგილზევე გადააკეთებენ.
ირმა ინაშვილი მედიასთან ამბობს:
“ჯერ ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ არ მაქვს ინფორმაცია, არც გატანა მოხდება, ეგ ვიცი, რომ გატანა არ მოხდება, ამიტომ, დეტალები ახლა არ ვიცი და ვერაფერს ვერ გეტყვით. ხატი ტაძრიდან არ გავა, რაც შემიძლია გითხრათ”.
დავით თარხან-მოურავი მედიასთან ამბობს:
“10-სანტიმეტრიანი ფიგურის შეცვლას 2.5-მეტრიან ხატზე რამდენი წუთი სჭირდება, ნახევარი საათი, რათ უნდა ამაგს გამოტანა. […] შეიცვლება რადგან საპატრიარქომ გადაწყვიტა და არაფერი აჟიოტაჟი აქ საჭირო არ არის, არც არაფრის გატანა და არც შემოტანა არაა საჭირო, ეს არის მარტივი პროცედურა”
საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია. საპატრიარქომ შემწირველებს მიმართა, თვითონ შეეტანათ “სათანადო ცვლილებები” ხატში, ან ამას თავად გააკეთებდნენ. ანდრია ჯაღმაიძემ კი მოგვიანებით განაცხადა, რომ საპატრიარქოს ეს წერილი პატრიარქთან შეთანხმებულია.