ხატია წილოსანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტს – დიდ მადლობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით თქვენი მტკიცე მხარდაჭერისა და ძლიერი გზავნილებისათვის

დიდ მადლობას მოგახსენებთ შესანიშნავი მიმართვისთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და თქვენი მტკიცე მხარდაჭერისა და ძლიერი გზავნილებისათვის, მათ შორის ს აგრესიული ნაბიჯების თაობაზე საქართველოსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში , – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა დომინიკ ჰასლერმა რუსეთის აგრესიაზე საქართველოში და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
ხატია წილოსანმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის როლის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებისათვის მადლობა გადაუხადა.
„საინტერესოა თქვენი შეხედულება, რამდენად ეფექტური შესაძლოა იყოს ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული ინსტრუმენტები უსაფრთხოების არქიტექტურასთან და რუსეთის ოკუპაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული გამოწვევებისა და პრობლემების გადასაჭრელად.
გარდა ამისა, საინტერესოა თქვენი შეფასება, როგორ შეგვიძლია ვუბიძგოთ რუსეთს, ევროკავშირის თაოსნობით, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
დომინიკ ჰასლერის განცხადებით, არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა, იმავეს გამოვლა მოუწია საქართველოსაც. მისივე თქმით, აუცილებელია, ასევე დამტკიცდეს საქართველოს სამოქმედო გეგმა 2024 წლიდან 2027 წლის ჩათვლით, რომლის მიზანია საკანონმდებლო ინიციატივებისა და პრაქტიკის უკეთ ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტთან ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მიმართულებით.
22-26 იანვარს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში გივი მიქანაძე, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, და ანა წითლიძე შედიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს